Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ციხეებში კორონავირუსი ჯამში 113 პატიმარს დაუდასტურდა

საქართველოს ციხეებში კორონავირუსი ჯამში 113 პატიმარს დაუდასტურდა. ინფორმაცია მედიას იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე მიაწოდა.

ბოლო ტესტირება გლდანის #8 და ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა:

  • გლდანის #8 დაწესებულებაში ჩატარდა 2 422 ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, დანარჩენები არიან უსიმპტომოები;
  • ქსნის #15-ე დაწესებულებაში ჩატარდა 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40, იყო ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. 40-ვე პაციენტი უსიმპტომოა.

"როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, მყისიერად ისინი გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსზე ტესტირება სულ 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა. ანალიზი 6 654 პირს ჩაუტარდა. ყველა შემთხვევაში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG