Accessibility links

logo-print logo-print

აქტივისტები ამბობენ, რომ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის ამავე წესის გაპროტესტების დროს დააჯარიმეს


10-მდე აქტივისტი აცხადებს, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და იქ მისულებს "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. როგორც ამბობენ, საუბარია 24 იანვრის ღამეს, 21:00 საათის შემდეგ მოწყობილ მსვლელობაზე, როცა "კომენდანტის საათის" არსებობას აპროტესტებდნენ.

"სტანდარტულად კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაგვაჯარიმეს, ისე ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - თქვა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა.

"თუ საფრთხეს წარმოვადგენდით, 4-5 კმ ვიარეთ ქუჩაში პოლიციის თანდასწრებით. ერთმა ადამიანმა არ აღკვეთა ჩვენი ქმედება. ეს არის ამ რეჟიმის სახე. შეეშინდათ, არიან მშიშრები, შემდეგ მიიღეს დავალება, რომ უნდა დაეჯარიმებინათ და მეორე დღეს ჩუმად, ტელეფონით დაიწყეს ჩვენი დაჯარიმება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე.

დაჯარიმებული მოქალაქეების ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ საჯარიმო ქვითრები დაწვა და დააანონსა, რომ პროტესტის იმავე ფორმას კვლავ გაიმეორებენ. მოქმედი კანონმდებლობით, რეგულაციების განმეორებით დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

საპროტესტო აქციაში ჩართული მოქალაქეების დაჯარიმებაზე რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ელოდება.

რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ 24 იანვრის ღამეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ეს წესი მსვლელობით დაარღვია. ისინი მივიდნენ "ქართული ოცნების" ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. იმ ღამეს აქციის მონაწილეების დაჯარიმებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG