Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს ორი ოპოზიციონერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე


საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული.

ამ დროისთვის პარლამენტში შეტანილია 51 განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განხილვა შედგება პარლამენტისთვის განცხადებით მიმართვის თარიღების მიხედვით.

ამასთან, 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ცდილობენ ოპოზიციიდან არჩეულ დეპუტატებს მაქსიმალური ვადა მისცენ იმისთვის, რომ „მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება, სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“.

მდინარაძის ინფორმაციით, საპროცედურო კომიტეტი განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ საკითხი ბიუროს წარედგინება, პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა კი 2 თებერვალს ჩატარდება.

პარლამენტს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ:

  1. შალვა ნათელაშვილი;
  2. ლევან ხაბეიშვილი;
  3. თეონა აქუბარდია;
  4. არმაზ ახვლედიანი;
  5. დავით ბაქრაძე;
  6. ლევან ბეჟაშვილი;
  7. თინათინ ბოკუჩავა;
  8. გიორგი ბოტკოველი;
  9. გიორგი გოდაბრელიძე;
  10. რომან გოცირიძე;
  11. ხატია დეკანოიძე;
  12. ლევან ვარშალომიძე;
  13. გიორგი ვაშაძე;
  14. გრიგოლ ვაშაძე;
  15. აბდულა ისმაილოვი;
  16. მანუჩარ კვირკველია;
  17. ვახტანგ კიკაბიძე;
  18. დავით კირკიტაძე;
  19. თამარ კორძაია;
  20. ნონა მამულაშვილი;
  21. პაატა მანჯგალაძე;
  22. ნიკა მაჭუტაძე;
  23. ნიკა მელია;
  24. აკაკი მინაშვილი;
  25. ტარიელ ნაკაიძე;
  26. კობა ნაყოფია;
  27. ანა ნაცვლიშვილი;
  28. რამაზ ნიკოლაიშვილი;
  29. კახაბერ ოქრიაშვილი;
  30. სალომე სამადაშვილი;
  31. ხათუნა სამნიძე;
  32. გუბაზ სანიკიძე;
  33. სულხან სიბაშვილი;
  34. ზაალ უდუმაშვილი;
  35. დავით უსუფაშვილი;
  36. ბაჩუკი ქარდავა;
  37. შალვა შავგულიძე;
  38. თამარ ჩარკვიანი;
  39. ცეზარ ჩოჩელი;
  40. ნატო ჩხეიძე;
  41. როსტომ ჩხეიძე;
  42. ანა წითლიძე;
  43. დევი ჭანკოტაძე;
  44. დილარ ხაბულიანი;
  45. მამუკა ხაზარაძე;
  46. დავით ხაჯიშვილი;
  47. ეკატერინე ხერხეულიძე;
  48. ელენე ხოშტარია;
  49. თემურ ჯანაშია;
  50. ბადრი ჯაფარიძე;
  51. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პარლამენტს უფლებამოსილების შესაწყვეტად "პატრიოტთა ალიანსის" წევრებზე ადრე მიმართა. მათ შორის სულ პირველი იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

განხილვის რიგითობის დარღვევა იმას უკავშირდებოდა, რომ პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის სხვა წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ ორ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს და პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG