Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, ტაქსის ლიცენზია გაუუქმდებათ მათ, ვისაც ტექდათვალიერება არ ექნება გავლილი


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მანქანებს ტექდათვალიარებას არ ჩაუტარებენ, ლიცენზია გაუუქმდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულოდ ტექნისპექტირება - ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო", - თქვა კალაძემ.

მოქმედი კანონმდებლობით, თბილისში ტაქსის სერვისის შეთავაზება მძღოლებს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში შეუძლიათ. ლიცენზირება 1-წლიანი ვადით 100 ლარი ღირს, მის გარეშე მუშაობისთვის კი პირი 200 ლარით ჯარიმდება.

XS
SM
MD
LG