Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა აშშ-რუსეთს შორის მოქმედი New START-ის ხელშეკრულების გაგრძელება


რუსეთის ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტის საწვრთნელი სტარტი. 2020 წ. 9 დეკემბერი.
რუსეთის ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტის საწვრთნელი სტარტი. 2020 წ. 9 დეკემბერი.

რუსეთის კანონმდებლებმა დაამტკიცეს რუსეთსა და აშშ-ს შორის მოქმედი ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე ხელშეკრულების, ე.წ. New START-ის გაგრძელება. ეს ამ ტიპის უკანასკნელი ხელშეკრულებაა, რომელიც მოქმედებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, 27 იანვარს ერთხმად დაუჭირა მხარი ხელშეკრულების ხუთი წლით გაგრძელებას.

2010 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით, რომელსაც მომავალ კვირაში ეწურებოდა ვადა, იზღუდება სტრატეგიული ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რაოდენობა, რომელთა განლაგებაც შეუძლიათ რუსეთსა და აშშ-ს.

ერთი დღით ადრე აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ შეთანხმება იქნა მიღწეული ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომელსაც არ სჭირდება კონგრესის მხრიდან დამტკიცება.

XS
SM
MD
LG