Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესაძლოა სკოლებში სწავლა 1 მარტამდეც დაიწყოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შესაძლოა,1 მარტზე ადრე დაიწყოს. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება კორონავირუსზე 7 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელზე. დღეს ეს მაჩვენებელი 4 პროცენტი იყო.

"ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, [შეიძლება] ეტაპობრივი გახსნა დავიწყოთ უფრო ადრე. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს", - თქვა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეკონომიკის ამუშავება დამოკიდებული იქნება 7 დღის განმავლობაში კორონავირუსის ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელზე. მთავრობის გათვლებით ეს რიცხვი 4 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG