Accessibility links

logo-print logo-print

მედიაკოალიცია კომუნიკაციების კომისიაში "მთავარი არხის" სიუჟეტის განხილვას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს


კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "მთავარი არხის" სიუჟეტის შინაარსის განხილვას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. კოალიცია განმარტავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კანომდებლობას და კონსტიტუციას. საუბარია "შაბათის მთავარში" 12 დეკემბერს გასულ მასალაზე, რომელში ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი შარვალზე ახალო კადრით ჩანს.

მედიაკოალიცია აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არასწორად განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება:

"[საკონსტიტუციო] სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს რომ დაერღვა კონსტიტუციური უფლებები ან შეელახა უფლება (უხამსი პროგრამის გადაცემით), უნდა ჰქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა, რათა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება... სასამართლოს არც ერთ პარაგრაფში, არც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზე, რომ ასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს [კომუნიკაციების კომისიას], რომელიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოსარჩელის გარეშე, თავად გადაწყვეტს რომ კონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობას".

მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები შიშობენ, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. "უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე".

კომისია "მთავარი არხის" საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG