Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერად სასამართლოსთან აქცია იმართება


"კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილია" არის.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების გარდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან მისულები. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ დაკავებული კარტოგრაფები პოლიტპატიმრები არიან.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასმართლოში "კარტოგრაფების საქმის" განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურამ სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG