Accessibility links

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე გამოკითხეს კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა


გენერალურ პროკურატურაში დასრულდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის (2007 წელს) ნატალია ილიჩოვას გამოკითხვა. მან შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კომისიის კიდევ ერთ წევრის ივერი მელაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

​გუშინ, 1 ოქტომბერს, ნატალია ილიჩოვას სახლი და ივერი მელაშვილის ოფისი გაჩხრიკეს.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურატურამ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თარიღი არ დაასახელა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შესაძლოა, საუბარია 2006-2007 წლებში კომისიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG