Accessibility links

site logo site logo

კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა რუსეთს მოუწოდა, დაიბრუნოს დონბასი


მარგარიტა სიმონიანი

კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, სახელმწიფო ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, დონეცკში მიმდინარე ფორუმზე რუსეთს ფაქტობრივად დონბასის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„დონბასელ ხალხს სურს იცხოვროს თავის სახლში და იყოს ჩვენი დიდი, გულუხვი რუსეთის ნაწილი. და ჩვენ ვალდებული ვართ, ეს უზრუნველვყოთ. დედა რუსეთო, წაიყვანე დონბასი სახლში“, - განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა დონბასში გამართულ ფორუმზე სახელწოდებით „რუსული დონბასი“, რომელიც ორგანიზებული იყო პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო დონბასში ჩატარებული ანტიუკრაინული ფორუმი და განაცხადა, რომ მასში მონაწილე რუსეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა. მარგარიტა სიმონიანი, თავისი ანტიუკრაინული განცხადებების გამო, უკვე არის შეყვანილი უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

სიმონიანის განცხადების კომენტირებისას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ დონბასის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ დგას რუსეთის პოლიტიკის დღის წესრიგში არც პირდაპირ და არც - ირიბად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG