Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის მრავალ ქალაქში გაიმართა, აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.

პეტერბურგში საქმე აღიძრა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, საპროტესტო აქციის მონაწილემ, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ორჯერ დაარტყა მუშტი „ომონის“ წევრს. იტყობინებიან, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სატრანსპორტო საშუალებათა ან საკომუნიკაციო გზების დაბრკოლების ბრალდებით. ეს საქმე ეხება ნავალნის მხარდასაჭერად 23 იანვარს გამართულ აქციას, მაგრამ საქმე მხოლოდ დღეს აღიძრა.

ჩელიაბინსკში 31 იანვრის საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით აღძრეს საქმე გზების გადაკეტვისთვის. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 23 ადამიანი.

მოსკოვში აღიძრა საქმე სანიტარული წესების დარღვევისთვის. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ასეთი საქმეა. ასევე აღიძრა საქმე ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო გზების დაბრკოლების ბრალდებით. დაკავებული არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

რუსეთში დემონსტრანტები არ ერიდებიან დაკავებას და სასტიკ ყინვას
please wait

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

ასევე მოსკოვში მიმდინარეობს მოკვლევა როსგვარდიის სამსახურებრივი მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის საქმეებზე.

ბელგოროდში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის. საქმე ეხება შარშან შემოდგომაზე მომხდარ ინციდენტს, რომელშიც თითქოს ნავალნის შტაბის წევრი მონაწილეობდა.

31 იანვარს რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა არასანქცირებული ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან განთავისუფლებას.

უკანასკნელი მონაცემებით, დაკავებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი. ეს ერთ დღეში დაკავებების სარეკორდო რაოდენობაა რუსეთის უახლეს ისტორიაში. ათას ხუთასზე მეტი ადამიანია დაკავებული მოსკოვში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG