Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის, დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, დაარღვია თუ არა პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის მობილურის ნომრის გამხელით კანონი. ინსპექტორი აღნიშნავს, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ახლა უკვე პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის, ნიკა გვარამიას ნომერი გააჟღერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG