Accessibility links

site logo site logo

მოსამართლემ ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა


მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შიდა პატიმრობაში გაატარა.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე, რომელიც 2 თებერვალს მიმდინარეობს მის მიმართ „ივ როშეს“ საქმეზე პატიმრობის შეფარდების საკითხზე, კვლავ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა მასზე „ნოვიჩოკით“ განხორციელებულ თავდასხმასა და მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნაში.

„მე მას სასიკვდილი წყენა მივაყენე იმით, რომ კარგი ადამიანების, მფრინავებისა და ექიმების დახმარებით გადავრჩი, რომ არ დავიმალე ბუნკერში დაცვის ზურგს უკან ამოფარებული, შემდეგ კიდევ უფრო საშინელი რამ მოხდა - მონაწილეობა მივიღე საკუთარი თავის მოწამვლის გამოძიებაში, ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, რომ პუტინმა ეფესბეს გამოყენებით განახორციელა თავდასხმა ჩემს მოსაკლავად“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ 2 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მახლობლად მთელი დღის მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია პოლიციის კორდონებით. სასამართლოს შენობის გარშემო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მრავალი წევრი დგას. შორიახლოს დგას პოლიციის ავტობუსებიც.

დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, რომ სასამართლოს შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG