Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და რუსეთმა გააგრძელეს სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად გამოაცხადა რესეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმების, New START-ის გაგრძელების შესახებ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკელ ხალხს ბირთვული მუქარისგან დაიცავს აშშ-ის წამყვანი როლის აღდგენით შეიარაღებასა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლის საქმეში. დღეს შეერთებულმა შტატებმა პირველი ნაბიჯი გადადგა, რათა შეასრულოს ეს დაპირება,“ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ბლინკენის ტექსტში აღნიშნულია, რომ მოსკოვთან ურთიერთმოქმედებით, როგორც ეს New START-ის გაგრძელების ან გაჩენილი კრიზისებისა და კონფლიქტების მოგვარების შემთხვევებშია, ამერიკელები ამავე დროს სიფხიზლეს ინარჩუნებენ გამოწვევების მიმართ, რომლებსაც უქმნის რუსეთის აშშ-სა და მთელს მსოფლიოს.

„იმ შემთხვევაშიც, როცა რუსეთთან ვთანამშრომლობთ ამერიკული ინტერესების წინ წასაწევად, ჩვენ ამავე დროს შევეცდებით, რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მტრული ქმედებებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. და ამას გავაკეთებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,“ აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG