Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა 15 თებერვლიდან მთელ საქართველოში საკლასო ოთახებში გაგრძელდება

სასწავლო პროცესი მთელ საქართველოში 15 თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააჟღერა.

ამ დრომდე შეზღუდვების გამო საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში არ მიმდინარეობდა.

სწავლა საკლასო ოთახებში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. მოსწავლეებსა და მასაწავლებლებს გავკვეთილებზე დასწრება კი თვეების განმავლობაში მხოლოდ ონლაინ შეეძლოთ.

XS
SM
MD
LG