Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი მოსკოვში ჩადის „ცხადი გზავნილით“ ნავალნის, ასევე დემონსტრაციების ჩახშობის გარშემო


ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი მოსკოვში ჩადის სამდღიანი ვიზიტით. ვიზიტის ფონია დასავლეთის კრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა და დემონსტრაციების ჩახშობის გამო.

რუსეთის მოპყრობა ნავალნისადმი, რომლის დაპატიმრებას მოჰყვა ათასობით ადამიანის ქუჩაში გასვლა პროტესტის ნიშნად, და დემონსტრაციების ჩახშობა მთავარი თემებია რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ბორელის შეხვედრის დროს.

ბორელი აპირებს, კრემლს „ცხადი გზავნილი“ გადასცეს სტუმრობის დროს მოსკოვში, სადაც 2017 წლის შემდეგ პირველად ჩადის ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარგზავნილი.

რუსეთმა ყურად არ იღო მოწოდება ნავალნის განთავისუფლებისკენ და 2 თებერვალს მას თითქმის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირობითი სასჯელის მოხდის ნორმების დარღვევის გამო იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში მკურნალობდა აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამ თებერვალს დასავლეთი დაადანაშაულა ნავალნის მიმართ გადაწყვეტილების მიმართ გადაჭარბებულ რეაქციაში“.

კრემლმა ცხადი პოზიცია გამოხატა იმის თაობაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება ნავალნის განთავისუფლების გამო ზეწოლის მიმართ. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკვოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გააკეთოს ყველაფერი ბრიუსელთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ კრემლი „არ არის მზად ისმინოს რჩევები“ ნავალნის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG