Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ხუთი წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა აქტივისტ ანასტასია შევჩენკოსთვის


ანასტასია შევჩენკო
ანასტასია შევჩენკო

პროკურორმა დონის როსტოვში გამართულ სასამართლოზე ხუთი წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა ანასტასია შევჩენკოსთვის. „ღია რუსეთის“ აქტივისტს ბრალად ედება „არასასურველ ორგანიზაციაში“ საქმიანობა. ამის შესახებ მისი ადვოკატი სერგეი ბადამშინი იტყობინება.

შევჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის დამდეგს აღიძრა. აქტივისტი პირველია, ვისაც ბრალი წაუყენეს მუხლით „არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება“. ის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შევჩენკოს ორი ეპიზოდისთვის ედება ბრალი: პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისა და დეპუტატობის კანდიდატთათვის სემინარების ორგანიზებისთვის. აქტივისტი ორი წელი იმყოფება შინაპატიმრობაში.

ადვოკატის თქმით, 2018 წლის ზაფხულში შევჩენკოს ბინაში ფარული კამერა დააყენეს. სასამართლოს დადგენილებით, ჩაწერა ხდებოდა 120 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ტექნიკა საიდუმლოდ გაიტანეს ბინიდან.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს მოაწერა ხელი არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონს, რომლის თანახმადაც, მათ ეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა.

არასასურველად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის აზრით, „საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსა და მისი კონსტიტუციური წყობისთვის“.

ხელისუფლებამ ასეთი ორგანიზაციების სიაში შეიტანა ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებული სტრუქტურები - Open Russia Civic Movement-ი და OR (Otkrytaya Rossia), რომლებიც დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული.

„ღია რუსეთის“ რუსულ მოძრაობაში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ კავშირი არა აქვთ ამ სტრუქტურებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG