Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლევადა-ცენტრის“ თანახმად, ნავალნის საქმიანობას რუსების 19% აფასებს დადებითად


rld War Two veteran, stands inside a defendant dock before a court hearing in Moscow, Russia, Russia February 5, 2021
rld War Two veteran, stands inside a defendant dock before a court hearing in Moscow, Russia, Russia February 5, 2021

რუსეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე დადებითად აფასებს ოპიზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, საქმიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომლის თანახმად ნავალნის მხარს უჭერს გამოკითხულ მოქალაქეთა 19 %.

გამოკითხვაში გამოყენებული კითხვები ერთობლივად, „ლევადა-ცენტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ მიერ იყო შედგენილი, ხოლო გამოკითხვა ჩატარდა „პუტინის სასახლის“ თაობაზე გახმაურებული დოკუმენტური ფილმის გამოქვეყნების, ალექსეი ნავალნის დაბრუნებისა და მისი დაპატიმრების შემდეგ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ალექსეი ნავალნის რეიტინგი ბოლო 8 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. ყველაზე დიდი პოპულარობით იგი ახალგაზრდობაში სარგებლობს. 18-24-წლამდე ასაკის აუდიტორიაში ნავალნის საქმიანობას დადებითად აფასებს 36 %, 43% - უარყოფითად არის განწყობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG