Accessibility links

logo-print logo-print

დილის 5 საათზე დასრულდა დაუმორჩილებლობის აქცია „დედაენის ბაღში“


სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აქციის მონაწილეებმა „დედაენის ბაღი“ დილის 5 საათის შემდეგ დატოვეს.

„5 საათს გადასცდა, დაუმორჩილებლობის აქტი შედგა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობას ე.წ. კომენდანტის საათს და სხვა არსებულ რეგულაციებს უცხადებენ. ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე 2 000-ლარით დააჯარიმეს.

აქტივისტებმა მსვლელობა 6 თებერვალს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირიდან ელბაქიძის ხიდის გავლით დაიწყეს. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგებლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG