Accessibility links

site logo site logo

ზარქუა მელიას მიმართავს: გადაიხდი, მეგობარო, იმიტომ რომ ეს შენ გჭირდება


ირაკლი ზარქუა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდისკენ მოუწოდებს. მელია აცხადებს, რომ არ აპირებს თანხის გადახდას.

„ის, ვინც ამაზე მიდის, არის ჩვეულებრივი პროვოკატორი. ის არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მხარდამჭერი. ჩვენ გამოწვევა გვაქვს უმუშევრობა, პანდემია, ვაქცინაცია, ეკონომიკა, რა დროს სააკაშვილის ხუშტურებია და მელიის... მელია, გადაიხდი - არ გადაიხდი?! გადაიხდი, მეგობარო, იმიტომ, რომ ეს შენ გჭირდება“, - თქვა ზარქუამ.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რის შემდეგაც მას გირაოს სახით შეუფარდეს 40 000 ლარის გადახდა.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და ასევე, გირაო არ უზრუნველყო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლითაც თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა და განემარტება, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

5 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა: „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG