Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის წინ, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს


ძალოსნობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება.

შეჯიბრებას 3-13 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს და მასზე მონაწილეობას საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებიც მიიღებენ. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თემურ ჯანჯღავამ და გიორგი ასანიძემ უკვე დაასახელეს გაფართოებული შემადგენლობა. საბოლოო განაცხადი კი 3 მარტს გახდება ცნობილი.

ქალთა ნაკრები ევროპირველობისთვის ოთხი სპორტსმენით ემზადება. ესენი არიან: მარიამ მაისურაძე (55 კილოგრამი წონითი კატეგორია), მარიამ მურღვლიანი (76 კგ), ნათია გადელია (81 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ). მამაკაცთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდნენ: გიორგი დოკვაძე (55 კგ), შოთა მიშველიძე (61 კგ), გოგა ჩხეიძე (67 კგ), კახი ასანიძე (73 კგ), გიორგი ლომთაძე (81 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +109 კგ). ასევე რვა ძალოსანი, რომლებიც, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ამ ეტაპზე სათადარიგო სიაში მოიაზრებიან: რამინ შამილიშვილი (61 კგ), გოდერძი ბერდელიძე (67 კგ), არჩილ მალაყმაძე (81 კგ), ირაკლი გობეჯიშვილი (89 კგ), ლომია თებიძე (96 კგ), ზაზა ლომთაძე (102 კგ), აკაკი ტალახაძე (109 კგ) და გიორგი ჩხეიძე (+109 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG