Accessibility links

site logo site logo

ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი განიხილავს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეპ ბორელი აფრთხილებს მოსკოვს, რომ შეიძლება ახალ სანაქციებს წააწყდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრების გამო.
მოსკოვში თავის ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ბორელმა გაიმეორა, რომ რუსეთი დაადგა „საგანგაშო, ავტორიტარულ გზას“ და „დაუნდობლად ებრძვის დემოკრატიულ ალტერნატივის შექმნისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას.“

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 4-6 თებერვალს ეწვია სამუშაო ვიზიტით რუსეთს.
საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჟოზეპ ბორელმა მკაცრი შეფასება მისცა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და „უკანონო“ უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მიუწოდა რუსეთს, როგორც ნავალნის, ისე ყველა დემონსტრანტის დაუყოვნებლად გათვისუფლებისან და ასევე ნალავნის მოწმავლის საქმის "მიუკერძოებელი" გამოძიებისკენ.

„რუსეთის ხელისუფლების ამჟამინდელი სტრუქტურა, რომელიც ანგარებიან ეკონომიკურ ინტერსებზე, ტოტალურ პოლიტიკურ და სამხედრო კონტროლზე დამყარებული, არ ტოვებს ადგილს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის“, - განაცხადა ჯოზეპ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.

რუსეთში შექმნილ მდგომარეობასა და ბრიუსელის მხრიდან სანქციებზე, ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აპირებს მოლაპარაკებას. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის მზად არის გადამჭრელი მოქმედებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG