Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 თებერვალს თბილისში მეტროთი და ავტობუსით 450 ათასამდე ადამიანმა იმგზავრა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

გუშინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მეორე დღეს, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით 447 255-მა ადამიანმა იმგზავრა. ინფორმაცია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ მონაცემებში არ შედის მიკროავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების ოდენობა.

9 თებერვალს ავტობუსი 250 443-მა მგზავრმა გამოიყენა, მეტრი კი - 196 812-მა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო ხარვეზები. კერძოდ:

  • 524 მგზავრი ეცადა პირბადის გარეშე ასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • 3 790 მგზავრი გააფრთხილეს პირბადის არასწორად გამოყენების გამო;
  • 1 შემთხვევაში გამოიძახეს პატრული.

კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისსა და 7 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. შემთხვევების რაოდენობის შემცირების გამო 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. კორონავირუსის პანდემიამდე მეტროსა და ავტობუსს, საშუალოდ, დღეში 700 ათასი მგზავრი გადაჰყავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG