Accessibility links

logo-print logo-print

პროკურატურა ივერი მელაშვილის სატელევიზიო გამოსვლების მის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს


10 თებერვალს, საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც "კარტოგრაფების საქმეზე" გაიმართა, პროკურატურამ სასამართლოს და დაცვის მხარეს საქმეში გაჩენილ ახალ მტკიცებულებად წარუდგინა წინასწარი პატიმრობის შემდეგ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები, სადაც ბრალდების მხარე თვლის, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ბრალს აღიარებს. ივერი მელაშვილი ბრალდების პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მის განცხადებებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა, თუმცა არ უკვირს, რომ პროკურატურამ ისინი სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინა. დაერთვება თუ არა კარტოგრაფების საქმეს ბრალდებულის საჯარო განცხადებები, ამაზე სასამართლო მომდევნო სხდომებზე იმსჯელებს. წინასასამართლო სხდომა, სადაც მხარეები ერთმანეთს ახალ მტკიცებულებებს უცვლიდნენ და საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდნენ, 16 თებერვლისთვის გადაიდო.

ამ დროისთვის დაცვის მხარე მოითხოვს პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას სასამართლოს მხრიდან არგუმენტით, რომ მათი ნაწილი პროცედურული დარღვევებით არის მოპოვებული, ნაწილი კი დაცვის მხარეს ბრალის პირველი წარდგენისას არ გადასცემია, რითაც დაცვის უფლება დაირღვა და შეიზღუდა. პროკურატურა კი მოითხოვს, სასამართლომ მტკიცებულებად არ ცნოს უცხოელი ექსპერტის მიერ მომზადებული კარტოგრაფიული დასკვნები, რომელიც დაცვის მხარის ინიციატივით გაკეთდა.

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, სახელმწიფო ბრალდება ქვეყნის საზიანოდ ტერიტორიის გასხვისების მცდელობას ედავება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 28 იანვარს გირაოთი შეუცვალა და ორივე მათგანს თავისუფლების სანაცვლოდ 20 000-20 000 ლარის გადახდა დაავალა. გამოძიება ამ საქმეზე კვლავ გრძელდება იმ პირების მოსაძებნად, ვის დავალებასაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს ასრულებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG