Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ბირთვული შეთანხმების ახალი დარღვევის შემდეგ


ირანის დროშა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინის წინ ვენაში. 2016 წლის 15 იანვარი
ირანის დროშა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინის წინ ვენაში. 2016 წლის 15 იანვარი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მოუწოდა ირანს, „თავშეკავება გამოიჩინოს“ მას მერე, რაც გაეროს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ქვეყანამ დაიწყო ურანის ლითონის მცირე რაოდენობის წარმოება, რაც მსოფლიოს ქვეყნებთან თეირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობის დარღვევას წარმოადგენს.

„ჩვენ გვესმის მათი მოქმედების ლოგიკა და მიზეზები, რაც ამოძრავებს ირანს. მიუხედავად ამისა, საჭიროა თავშეკავება და პასუხიმგებლობით მიდგომა საკითხისადმი“ განაცხადა რიაბკოვმა 11 თებერვალს, იტყობინება სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თანახმად, სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ისპაჰანის ბირთვულ ობიექტზე აწარმოეს 3,6 გრამი ურანის ლითონი.

შეთანხმების ეს ბოლო დარღვევა უკავშირდება ირანის მცდელობას, ზეწოლა მოახდინოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე.

მართალია, ირანის ურანის ლითონის რაოდენობა მცირეა და არაა გამდიდრებული, მისი მოხმარება შეიძლება ატომური იარაღის ბირთვის შესაქმნელად.

ბირთვული შეთანხმება, რომლსაც ირანმა მიაღწია აშშ-თან, ჩინეთთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან და ასევე გერმანიასთან, 15 წლით უკრძალავს ირანს "პლუტონიუმის, ურანის ლითონის და მისი შენადნობების წარმოებას და შეძენას“.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს გამოიყვანა თავისი ქვეყანა ბირთვული შეთანხმებიდან და გამანადგურებელი სანქციები დაუწესა ირანს, რომელმაც საპასუხოდ საფეხურეობრივი გამოსვლა დაიწყო ბირთვული შეთანხმებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG