Accessibility links

site logo site logo

10-ზე მეტ ქალაქში სკოლის მოსწავლეებს დისტანციურ სწავლაზე დარჩენა შეუძლიათ


განათლების სამინისტრო 10-ზე მეტი ქალაქის მოსწავლეებს სასწავლო პროცესის სრულად საკლასო ოთახებში გადასვლის შემდეგაც სთავაზობს დისტანციურ სწავლებას. განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მშობლებს შესაბამისი განაცხადის შევსება ყოველ ოთხშაბათ დღეს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

მსგავსი შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ: თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთის და გორის მოსწავლეებს. 13 დიდ ქალაქში სულ 297 ათასზე მეტი მოსწავლეა, საიდანაც 12 პროცენტი დისტანციურ სწავლებას ირჩევს. განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე არიან, განაცხადის შევსებით საკლასო ოთახებში დაბრუნება შეეძლებათ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში დარჩენა მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შეუძლიათ მხოლოდ ეს საგანი გადაიტანონ ონლაინ რეჟიმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG