Accessibility links

site logo site logo

დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ოკუპანტების მხრიდან სროლების შედეგად


უკრიანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი უკრაინელი სამხედრო მოსამახურე დაიღუპა სეპარატისტების პოზიციებიდან ატეხილი სროლების შედეგად.

ბოლო ინცინდენტი წუხელ მოხდა, როდესაც ნოვომიხაილოვსკიში მდებარე უკრაინის თავდაცვის პოზიცებზე მსხვიკალიბრიანი ტყვიამფრქვევეიდან მიტანილი მოწინააღმდეგის იერიშის შედეგად ერთი უკრიანელი სამხედრო პირი დაიღუპა. მის ვინაობას სარდლობა ჯერჯერობით არ ახმოვანებს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტი რეჟიმი სეპარატისტებმა დაარღვიეს 11 თებერვლას. კიევის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში მდებარე სოფელ ზაიცევოში სნაპირის ნასროლი ტყვიით უკრაინელი მებრძოლი, ალექსანდრ გლუშკო დაიღუპა.

ცეცხლის რეჟიმის დარღვევის შესახებ უკრაიანის მხრიდან ინფორმაცია უკვე გაეგზავნა კონფქლიტის ზონაში მოქმედ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას.
აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს შეირაღებული კონფლიქტი უკრიანის ხელისუფლებასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს შორის. ბრძოლების შედეგად ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG