Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიასთან შეკრებილი აქტივისტების ნაწილი დააკავეს


მოქალაქეები, რომლებიც ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობდნენ, დააკავეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერისთვის უნდოდათ ეკითხათ, რატომ გადაწყვიტა მან პანდემიის დროს დაწესებული აკრძალვების პირობებში რესტორანში ჭამა.

"მერმა კომენდანტის საათის დროს გაახსნევინა რესტორანი, თავის კოლეგეთან ერთად იქეიფა და წავიდა სახლში. კითხვა ისმის - რატომ იქცევა მერი და ხელისუფლება ასე და რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს უფლებას, რომ მოიქცნენ ასე. მე მაქვს კონსტიტუციური უფლება, შევხვდე ქალაქის ხელმძღვანელს. ჩვენ კარამდე არ მიგვიშვა პოლიციის კორდონმა", - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კახაბერ კვეკვესკირმა, "მოძრაობა საქართველოსთვის" წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას.

მერიასთან ახლა რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე ქუთაისის მერიასთან ცდილობს დაკავშირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG