Accessibility links

site logo site logo

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 496 ადამიანი დააჯარიმეს, ღამით გადაადგილებისთვის - 101


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 570 ადამიანი დააჯარიმეს.

101 პირი დაჯარიმდა 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 469 ადამიანი დააჯარიმეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო კი ფიზიკური პირს 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირს – 10 000 ლარით აჯარიმებენ. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG