Accessibility links

site logo site logo

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყველა სკოლა მზადაა სწავლის დასაწყებად


საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. სკოლებს შესაბამისი მარაგები საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველგან დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

„პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG