Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებია, გაუარესებული ეკონომიკის ფონზე

კოსოვოში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც, გავრცელებული მოლოდინით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს მემარცხენე-ნაციონალისტური პარტია ვეტვენდოსიე (თვითგამორკვევა).

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და წინასწარი შედეგები საღამოს იქნება ცნობილი. კოსოვოს 1,8 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს, რომლებმაც 28 პოლიტიკური ჯგუფიდან 120 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ამომრჩევლებს მოეთხოვებათ ნიღბების ტარება და სულ მცირე ორი მეტრის დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებისგან. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ვირუსით ინფიცირებული პირები კენჭისყრაში მონაწილეობას მობილური გუნდების მეშვეობით შეძლებენ. ხმის მიცემა ფოსტის საშუალებით შეუძლია დიასპორებში მცხოვრებ, 100,000-მდე კოსოვოელს.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ვეტვენდოსიე 40-დან 50 პროცენტამდე ხმებს მოიპოვებს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეს კოსოვოში მეხუთე არჩევნებია. იგი პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ მოიწვია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ საპარლამენტო კენჭისყრა, რომლითაც ივნისში ახალი მთავრობა აირჩიეს, არაკონსტიტუციური იყო.

XS
SM
MD
LG