Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი ბარი, შეზღუდვების მიუხედავად, დღესაც გაიხსნება

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისი ბარი, „ჯაფარასთან“, 14 თებერვალსაც მიიღებს სტუმრებს. მისი განცხადებით, „ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება”.

ბარი 13 თებერვალს გაიხსნა. გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ კი იქ შრომის ინსპექცია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ, ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დახურული კაფე-რესტორნების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა სტუმრების მიღება მათ მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG