Accessibility links

site logo site logo

საქნახშირი: ტყიბულში ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა


სააგენტო ინტერპრესნიუსი კომპანია საქნახშირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტყიბულში კომპანიის ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. სააგენტო წერს, რომ კომპანიიდან აცნობეს ადმინისტრაციასა და მეოთხე მომპოვებელი უბნის მუშებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე.

„ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება" - საქნახშირის ამ განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

11 თებერვალს ტყიბულში N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარი განაცხადა. ისინი აპროტესტებდნენ იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას.

როგორც მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელმა, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსმა, ხვიჩა გაბუნიამ რადიო თავისუფლებას 11 თებერვალს უთხრა, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG