Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ბოლო სამ წელში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი მოკლეს


გაეროს თანახმად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი დაიღუპა გამიზნული მკვლელობების შედეგად.

15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის დახმარების საკითხებში გაეროს მისია აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 32 უფლებადამცველი და მედიის 33 თანამშრომელია.

ანგარიშში აღრიცხულია მკვლელობები 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე.

ამჟამად ავღანეთში ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც თალიბებმა გააძლიერეს თავდასხმები სამთავრობო და სხვა სამიზნეებზე. ანგარიშში ძალადობისთვის კონკრეტულად თალიბანი არ არის დადანაშაულებული.

გაეროს მისიის თანახმად, ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმები შიშს ავრცელებს საზოგადოებაში და ბევრს უბიძგებს თვითცენზურის ან სამსახურისთვის თავის დანებებისკენ. ზოგმა ქვეყნის დატოვებაც კი ამჯობინა.

იმათ შორის, ვინც უკანასკნელ წლებში ემსხვერპლა თავდასხმებს, იყო რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტი ილიას დაი. ის ნოემბერში დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, როცა აფეთქდა მის მანქანაზე მიმაგრებული ბომბი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG