Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ ხელმეორედ სცადეს კარვის გაშლა


სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობის წინ ხელახლა სცადეს კარვის გაშლა.

სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალებას არ მისცეს და კარავი წაართვეს.

სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ვითარება პარლამენტის შენობის წინ პირველად დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიძაბა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. პოლიციამ მათ ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა და დაახლოებით 10-მდე პირი დააკავა.

სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან რამდენიმე თვეა კარავი აქვთ გაშლილი. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG