Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი წევრი იქნება


ირაკლი ქარსელაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე
ირაკლი ქარსელაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა.

მისი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი წევრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მინისტრის მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს. იცვლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მის ნაცვლად მინისტრის პორტფელს მისი ასევე მოქმედი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაიბარებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG