Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8-მდე გაიზარდა პარლამენტის წინ დაკავებული აქტივისტების რაოდენობა


შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს ინფორმაციას პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების რაოდენობის შესახებ - განახლებული მონაცემებით, კარვის გაშლის მცდელობისთვის დაკავებულია 8 ადამიანი.

"არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად.

მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია",
- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქცია, სადაც მისი მონაწილეები დააკავეს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ იმ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე საუბარს ისახავდა მიზნად, რომელიც დღესაც შეზღუდულია. აქტივისტები აპირებდნენ კარავი დაედგათ პარლამენტის წინ და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობაზე ესაუბრათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG