Accessibility links

site logo site logo

ხანში შესული ქალის ცემისა და გაძარცვის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს


გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, ის სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, ჯერ 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მაღაზიიდან 1500 ლარი წაიღო

კახეთში დააკავეს 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მაღაზიის ყაჩაღურად გაძარცვაშია ბრალდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, ის სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, ჯერ 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მაღაზიიდან 1500 ლარი წაიღო.

ხანში შესული ქალი მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG