Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დამარცხდა ფინეთთან


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში ფინეთთან დამარცხდა, ანგარიშით 70:78 და ჯგუფის ლიდერის პოზიცია სერბეთს დაუთმო.

ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად მეორე პოზიციაც საკმარისია, თუმცა ზუროსის გუნდს სულაც აუტსაიდეერის რანგში რომ ჩაემთავრებინა ჯგუფური ეტაპი, სანერვიულო მაინც არაფერი იყო. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში უნდა გაიმართოს და მასპინძლებს: გერმანიის, იტალიის, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებს მასზე თამაში წინასწარვე ჰქონდათ განაღდებული, შესარჩევში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი გადახალისებული შემადგენლობით ჩაამთავრა. ტრავმების, კორონავირუსის პანდემიისა და სხვა პრობლემების გამო, ამჯერად გუნდს ვერ დაეხმარნენ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, თად მაკფადენი, გიორგი ცინცაძე, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG