Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში COVID-19-ის მსხვერპლის რაოდენობა ორ მსოფლიო ომში დაღუპულებისას აღემატება


აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება. ამას მეტყველებს Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკა. ეს უფრო მეტი ამერიკელია, ვიდრე დაიღუპა პირველ და მეორე მსოფლიო ომში, ასევე მეტია, ვიდრე დაიღუპა ვიეტნამის ომში. საიტ Worldometer-ის მიხედვით, აშშ-ი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 500 ათასს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში 28 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა COVID-19-ით. მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 11 მილიონი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიაში, რომელიც მესამე ადგილზეა, კორონავირუსი 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მეოთხეა რუსეთი. იქ დაავადება აღმოაჩნდა ოთხ მილიონზე მეტ ადამიანს.

უკანასკნელი მონაცემებით, მთელ მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 110 მილიონზე მეტ ადამიანს შეეყარა ახალი ტიპის კორონავირუსი. ამ ხნის განმავლობაში თითქმის 2,5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG