Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, „დესტრუქციული ჯგუფების“ დევნაზე პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და აცხადებს, რომ პოლიცია დიდ რესურსს ხარჯავს „დესტრუქციული ჯგუფების დევნაზე“.

„მძიმე სამუშაოს ემატება ეს პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ და უზარმაზარი რესურსი ცდება ჩვენი პოლიციის ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაზე. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს ფონი იქმნება ქაოსის, დესტაბილიზაციის. ამიტომ, ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება ყოველ ასეთ გამოვლინებაზე. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ ჩვენ პოლიციის მიმართ. ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა“, - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განიხილავენ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG