Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ავტომანქანების შესვლა-გასვლა შეზღუდული არ არის-საავტომობილო გზების დეპარტამენტი


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

თბილისში ავტომანქანებისათვის შესვლა და გასვლა შეზღუდული არ არის,- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სადაც რადიო თავისუფლებამ იმ ინფორმაციის გარკვევა სცადა, რომლის თანახმადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების(ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ეს არის თბილისის არა შემოსასვლელი, არამედ შემოვლითი გზა, მოყინულია გზა უნდა დაიყაროს მარილი და დაველოდოთ ცოტა ხანი სანამ მარილი აიღებს ამ ყინულს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევები ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

„ეს გზა საერთოდ თბილისში არ შემოდის, არის თბილისის შემოვლითი გზა, რომლითაც სატრანსპორტო სატრანზიტო მოძრაობა ხორციელდება. ჩვეულებრივი ავტომანქანებისათვის ლილოს მიმართულება და ზაჰესის მიმართულება არის აბსოლუტურად თავისუფალი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG