Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა გააუქმა ტრამპის მიერ პანდემიის დასაწყისში შემოღებული საიმიგრაციო აკრძალვა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული აკრძალვა, რომელიც აშშ-ში შესვლის უფლება ჩამოერთვა „მწვანე ბარათის“ მოპოვების ბევრს მსურველს.

ტრამპმა აკრძალვა შარშან შემოიღო და განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკელი დასაქმებულების დაცვა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული უმუშევრობის ფონზე.

თავდაპირველ აკრძალვას უნდა ემოქმედა 2020 წლის ბოლომდე, მაგრამ თავისი პრეზიდენტობის ბოლო კვირებში ტრამპმა მისი მოქმედების ვადა გააგრძელა მარტის ბოლომდე. იურისტების თანხმად, საიმიგრაციო ვიზების უმეტესობა ამ განკარგულების გამო შეჩერდა.

ამ ზომებით, იმიგრანტებს არ აქვთ უფლება ჩამოიყვანონ აშშ-ში თავიანთი ოჯახების წევრები, 21 წლის ასაკამდე პირები, თუ თვითონ არ არიან აშშ-ის მოქალაქეები. მის თანახმად, აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა იმიგრანტებს, რომლებსაც სამუშაო ვიზები ჰქონდათ, მაგრამ ჯანდაცვის და მსგავს პროფესიებში არ ჰქონდათ გამოცდილება, ასევე ათასობით პირს, ვინც მოიგო „მწვანე ბარათის“ ლატარია.

ბაიდენი თავის ახალ განცხადებაში ამბობს, რომ კანონიერი იმიგრაციისთვის კარის ჩაკეტვა არ არის ამერიკის ინტერესებში.

მან უარყო ტრამპის მტკიცება, რომ იმიგრანტები ზარალს მოუტანენ აშშ-ის შრომის ბაზარს და თქვა, რომ ბრძანებულებამ ცხელი შეუშალა ოჯახების შეერთებას და ზარალი მიაყენა აშშ-ის ბიზნესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG