Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ჯარები შეიძლება ავღანეთში დარჩნენ 2022 წლის თებერვლამდე


გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი პატივს მიაგებს ბუნდესვერის ავღანეთში დაცემულ ჯარისკაცებს. ავღანეთი, 2010 წლის აპრილი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი პატივს მიაგებს ბუნდესვერის ავღანეთში დაცემულ ჯარისკაცებს. ავღანეთი, 2010 წლის აპრილი.

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი მანდატის პროექტი, რომლის თანახმად, გერმანიის ჯარები ავღანეთში შეიძლება დარჩებნენ მომავალი წლის დასაწყისამდე, 31 იანვრამდე.

ავღანეთში მყოფი გერმანიის კონტინგენტი შედგება 1100 პირისგან და რაოდენობით, ნატოს მისიაში, აშშ-ის (2500 სამხედრო) შემდეგ მეორეა.

ახლანდელ მანდატს ვადა მარტის თვეში გაუვა.

მანდატის პროექტი უნდა დაამტკიცოს პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ბო ბაიდენი გადახედავს მისი წინამორბედის მიერ თალიბანთან 2020 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც პირველი მაისიდან უცხოეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს ავღანეთიდან.

მოკავშირეები ბაიდენის გადაწყვეტილებას ელიან. ვაშინგტონში სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდება, რომ აშშ-მა უნდა გადადოს ავღანეთიდან საბოლოოდ გამოსვლა და შეთანხმების თაობაზე კვლავ გაიმართოს მოლაპარაკება თალიბებთა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაისი თვლის, რომ ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან უნდა უკავშირდებოდეს ქაბულსა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წინსვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG