Accessibility links

site logo site logo

ვახო სანაიას საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს პატიმრობა


ვახო სანაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკმომპანია „ფორმულის" ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავება. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

  • მუხლი 126 - ძალადობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 151 - სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
  • მუხლი 156 - ადამიანის დევნა ძალადობით - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG