Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა


ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - გადაუდებელი გამოყენებისთვის

ამ ვაქცინის უპირატესობად მიიჩნევენ იმას, რომ ის მხოლოდ ერთი დოზაა. ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში აქამდე დამტკიცებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

Johnson & Johnson-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 44 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა აჩვენა, რომ ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტურია რთული ფორმების პრევენციაში. საერთო ჯამში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით 66 პროცენტითაა ეფექტიანი.

Johnson & Johnson-ის ვაქცინის დამტკიცებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი:

„ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ... თითოეულ ამერიკელს მოგიწოდებთ, დაიბანეთ ხელები, დაიცავით სოციალური დისტანცია და აუცილებლად ატარეთ პირბადე“, - განაცხადა ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG