Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება


მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება.

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.

1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ:

„ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ“.

მწერალთა სახლში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს რევკომმა გადასცა, მოგვიანებით, იმავე რეჟიმს ამ კედლებშივე გამოჰქონდა განაჩენი მწერლებისა და პოეტებისთვის.

„რეპრესირებული მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი სწორედ ამ სივრცეში განთავსდება. რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს; მოგვითხრობს პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად“, - ვკითხულობთ მწერალთა სახლის განცხადებაში.

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG