Accessibility links

site logo site logo

პირველ მარტს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის შეთანხმება


სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის, შეხვედრა 2020 წლის 20 ოქტომბერს

სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება, რომელიც, როგორც მოელიან, გააღრმავებს სხვადასხვა საკითხში ურთიერთობებს, ძალაში შევიდა 1 მარტს.

„მრავლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ეტაპია ორ მხარეს შორის ურთიერთობებში“, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა. მისი თქმით, შეთანხმება ძლიერი სიგნალია იმისა, რომ სომხეთი მზად არის მიემხროს დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას და რეფორმების ფართო პროგრამას:

ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეთანხმებით განმტკიცდება კავშირები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ტრანსპორტი, მწვანე ენერგია და სასამართლო სისტემა.

ბორელის სიტყვებით, „შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის მოდერნიზებაში, კერძოდ, ის არის ბევრ სფეროში ევროპის კავშირის ნორმებთან კანონმდებლობის მიახლოების გზა“.

ეს შეთანხმება ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თაობაზე სომხეთის ოფიციალურ პირებსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება 2013 წელს მიმდინარეობდა და შემდგომ ის მოულოდნელად ჩაშალა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, მასთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩასვლის შემდეგ.

2015 წელს სომხეთი შეუერთდა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG