Accessibility links

site logo site logo

შარლ მიშელის განცხადებით, ადმინისტრაციულ ხაზთან უკანონო დაკავებები მიუღებელია


შარლ მიშელი

საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის შესახებ ილაპარაკა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია უკანონო დაკავებები.

„დღეს, ასევე, მქონდა საშუალება, მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და სამხრეთ ოსეთის ქართულ ტერიტორიაზე შევხვედროდი ადგილობრივ თემს. მე ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. „ბორდერიზაცია“, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირი არის სრულად ერთგული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, - თქვა შარლ მიშელმა. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი. „ჩვენ ყველაფრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალშიც ჰქონდეს ევროკავშირის იმედი“, - დაამატა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG