Accessibility links

logo-print logo-print

პენტაგონმა უკრაინას თავდაცვის სფეროში 125 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო


აშშ-ის თავდაცვის უწყებამ უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო 125 მილიონი დოლარის ოდენობით. მასში შედის ორი შეიარაღებული საპატრულო კატარღა, რომლებიც გამოყენებული იქნება ტერიტორიული წყლების დასაცავად. Mark VI-ის კატარღების გარდა უკრაინას გადაეცემა არტილერიის საწინააღმდეგო რადარები, თანამგზავრული გამოსახულების და მისი შესაძლო ანალიზისთვის, ასევე სამხედროების სამედიცინო დახმარების და საომარი ევაკუაციის აღჭურვილობა.

პენტაგონმა გამოაცხადა, რომ სამხედრო დახმარების დარჩენილ 150 მილიონ დოლარს, რომელიც კონგრესის მიერ დამტკიცებულია 2021 საბიუჯეტო წლისთვის, უკრაინას არ გადასცემენ, სანამ სახელმწიფო უწყებები და თავდაცვის სამინისტრო არ დაუმტკიცებენ კანონმდებლებს, რომ უკრაინამ მიაღწია „საკმარის პროგრესს თავდაცვის სფეროში საკვანძო რეფორმების გატარებაში“. დეპარტამენტი 1 მარტის განცხადებაში მოუწოდებს უკრაინას, სხვათა შორის, „თავდაცვითი სექტორის სხვა საკვანძო სფეროების მოდერნიზებისკენ ნატოს პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად“.

უკრაინა რუსეთთან კონფლიქტშია გახვეული 2014 წლის შემდეგ, როცა კრემლმა უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის, ანექსია მოახდინა და დონბასელი სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის გაწევა დაიწყო. მას მერე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს 14 ათასი ადამიანი შეეწირა და განადგურდა უკრაინის სამრეწველო ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG